Κυριακή 9 Φεβρουαρίου 2014

მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოში


ოსმალთაგან დანგრეული ქალაქები დავითმა ყველა ააშენა, განაახლა გორი, რომელიც მიწასთან გაასწორეს ოსმალებმა პირველი შემოსევის დროს; დავითმა სომხები გადმოასახლა ქალაქ ვანიდან და დაამკვიდრა.
   დავითი იყო მეტად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი, ეკლესიებს აშენებდა, ხშირად წირვა-ლოცვაზე დადიოდა და მის მოწყალებას საზღვარი არა ჰქონდა. ამავე დროს ის პატივსა სცემდა სომხებისა და მუსულმანების სჯულსა, ხანდახან დადიოდა სომეხთა მთავარ ეკლესიაში და მუსულმანთა ჯამეში და ებაასებოდა მათ სასულიერო პირებსა.

  დავითის გამეფებამდე გლეხს შეეძლო მხოლოდ მღვდლობა მიეღო.  ეპისკოპოსად ვერ ეკურთხებოდა,რაც უნდა ღირსეული ყოფილიყო. ეპისკოპოსებად სულ თავად-აზნაურები იყვნენ. ეს კიდევ არაფერი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მღვდლები ყვები იყვნენ და იხდიდნენ ყოველ საყმო ხარჯსა. დავითმა ეს ყველაფერი შეცვალა. თუმცა დავითმა საქართველო უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფარდო გზა გაუხსნა.

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου