დავითი მეფობდა
საქართველოში XI საუკუნეში (1089-1125 წ.) თავისი
ბავშვობის
დროს
დავითი
გახდა
მოწამე
და
მხილველი
საქართველოს
საშინელი
უბედურებისა.
ჩვენს
ქვეყანას
შემოესია
მხეცი
ხალხი,
ფრიად
მრავალრიცხოვანი,
რომელსაც
დიდძალი ჯარი ჰყავდა.
ეს ხალხი
იყო ოსმალები,
ანუ თურქები.
მათ დაიპყრეს
ჯერ მრავალი
ქვეყანა და
ბოლოს შემოიჭრნენ საქართველოში. გადაწვეს ქალაქები
და სოფლები,
დაანგრიეს ციბეები,
ხალხს წაართვეს
სარჩო-საბადებელი და ბევრიც
დახოცეს. ილაჯგაწყვეტილი ხალხი გაიხიზნა
კავკასიონისა და
თრიალეთის მთებში
და აქ
ავადმყოფობისა და
შიმშილისაგან ბევრი
გაწყდა. საქართველო თითქმის გავერანდა, დაქცეულს ოჯახს დაემსგავსა. თვით
პატარა ექვსი წლის დავითმა ძლივს გაასწრო ერთი ფეხით ქუთაისიდან რაჭისაკენ, როცა ოსმალები
თავს დაესხნენ ამ ქალაქსა და ცეცხლი მოუკიდეს.
ტანჯულ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა დავითისა, რომელიც
საოცრად მომავალი ბავშვი იყო. ეს იმედი ასრულდა, დავითი სამაგალითოდ აღიზარდა და როცა
16 წლისა შესრულდა ყველას აოცებდა თავისი დევისებური ტანოვანობით, დიდი ჭკუით და საარაკო
მხნეობით. ამის გამო ხალხმა მოითხოვა დავითის დაუდევარი მამისაგან რომ სამეფო ტახტი
თავისი ვაჟისათვის დაეთმო. ისიც ხალხის ნებას დაჰყვა, აკურთხებიდა მეფედ 16 წლის დავითი
და თვითონ მონასტერში წავიდა ბერად.
უპირველესად
ყოვლისა, მეფე დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებასა, ბრძოლით ეს არ შეიძლებოდა
ჯერჯერობით, რადგანაც ხალხი მეტად შემცირებული და დაუძლურებული იყო. დავითმა ოსმალების
მბრძანებელს მიმართა ასეთი სიტყვით: „თქვენი შიშით ხალხი გახიზნულია მთა-კლდეებში,
გაღატაკებულია და დასარბევსაც კი ვეღარაფერს ვშოულობთ. გადით საქართველოდან, ხალხი
ჩამოვა თავის მიწა-წყალზე, ხვნა-თესვას შეუდგება. დოვლათს შეიძენს და ყოველწლივ გადაიხდის თქვენს ხარჯსა.
მანამდის კი ჩემი საკუთარი ქონებიდან გაძლევთ ხარჯსა.“ ოსმალები დაეთანხმნენ დავითსა,
გავიდნენ საქართველოდან და დაბანაკდნენ სამხრეთით, ოსმალეთში. მაშინ ჩვენი ხალხი ჩამოვიდა
მთებიდან, ააშენა დანგრეული სოფლები, მიჰყო წინანდებურად ხელი მეურნეობას და მალე მოღონიერდა.
ამ მოღონიერებას ხელი ძლიერ შეუწყო დავითმა, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა ხალხის ფეხზე
დაყენებასა და მის კეთილდღეობაზე.
ყოჩაღ ეკა, კარგია.
ΑπάντησηΔιαγραφήგეხვეწები შრიფტი შეცვალე. ბერძნული ჩვენ არ ვიცით. :) ))))
didi madloba <3
Διαγραφήkargit shevcvli :)))